ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
საოჯახო სასტუმრო "მარინელა"  მდებარეობს  ქ.თელავში, ჭავჭავაძის ქ. 131 ში. თბილისი - თელავის გომბორის გზის დასასრულს. იგი საკმაოდ მოხერხებულ ადგილზეა განლაგებული ტურისტებისთვის და საკმაოდ ახლოსაა ქალაქის ცენტრთან. სასტუმროში განთავსებულია 6 საძინებელი (4 Double, 1 Twin, 1 Single) და ჯამში შეუძლია 11 სტუმრის მიღება.
სტუმრები უზრუნველყოფილნი არიან მაქსიმალური კომფორტით, ცივი და ცხელი წყლით, ცენტრალური გათბობით
ულიმიტო ინტერნეტით/ტელეფონით/ფაქსით. ასევე საჭიროებისამებრ ოჯახის ექიმის მომსახურებით.
თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული, უკრაინული, რუსული და ბერძნული სამზარეულო.
სტუმრებს საშუალება აქვთ მოაწყონ საქმიანი და გასართობი ტიპის შეხვედრები, მაქსიმალური სიმყუდროვისა და კომფორტის პირობებში.
აგრეთვე დაისვენონ და მიირთვან გამაგრილებელი სასმელები ვერანდაზე რომელიც ხელისგულივით გადაჰყურებს ალაზნის ველს.
საოჯახო სასტუმროს აქვს საკუთარი უსაფრთხო პარკინგი 4 ავტომობილისთვის.

ჩვენ დამატებით გთავაზობთ:
  • აეროპორტში დახვედრასა და გაცილებას;
  • ავიაბილეთების დაჯავშნას;
  • ტურისტულ ტურებს კახეთში;
  • გიდის მომსახურებას;
FaceBook Twitter